მთავარი პროექტები ხარისხი ჩვენს შესახებ კონტაქტი

ვქმნით ქალაქის
ახალ სტანდარტს

გამორჩეულ ლოკაციებზე შექმნილი პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ენერგოეფექტურობა და მაღალი ხარისხი ერთიანდება. თქვენი კომფორტისთვის შექმნილი სივრცე — დროულად და გარანტირებულად.

15+
წელი
6
განვითარება
2,590+
აპარტამენტი

ხშირად დასმული კითხვები

„ინტერ სითის“ მწვანე კარკასი მოიცავს როგორც ბინის ძირითად მოსამზადებელ სამუშაოებს, ისე სრულად მოწესრიგებულ საერთო სივრცეებს:

  • სრულად დასრულებულ და მოპირკეთებულ ფასადს;
  • კეთილმოწყობილ და მოპირკეთებულ საერთო სივრცეებსა და ეზოს;
  • დასრულებულ იატაკის მოჭიმვას;
  • კედლების სრულად მომზადებულ ზედაპირებს;
  • ამოყვანილ შიდა ტიხრებს;
  • ალუმინის კარ-ფანჯარას ორმაგი შემინვით;
  • სრულად მოწყობილ საინჟინრო კომუნიკაციებს;
  • მოწესრიგებულ და განათებულ აივნებს.
„ინტერ სითიში“ ხმის იზოლაცია გათვალისწინებულია ბინის დაგეგმარებისა და სამშენებლო კონსტრუქციების დონეზე. ბინებს შორის გამოიყენება მაღალი აკუსტიკური მახასიათებლების მქონე, სერტიფიცირებული მასალები და სპეციალური კონსტრუქციული გადაწყვეტები, რომლებიც ამცირებს ხმაურის გავრცელებას საცხოვრებელ სივრცეებს შორის.

შიდა ტიხრებსა და იატაკის კონსტრუქციებში გამოყენებული ხმის საიზოლაციო შრეები ხელს უწყობს როგორც მეზობელი ბინებიდან, ისე იატაკიდან გადმოცემული ხმაურის შემცირებას. შედეგად, საცხოვრებელი გარემო უფრო მშვიდი და კომფორტულია.
„ინტერ სითიში“ მშენებლობის ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს მშენებლობის ყველა ეტაპზე — პროექტის შესრულებიდან საბოლოო სამუშაოებამდე. პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და აკონტროლებს პროფესიონალი საინჟინრო და ტექნიკური გუნდი, რომელიც ამოწმებს როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ისე სამშენებლო სტანდარტებთან შესაბამისობას.

დამატებით, მნიშვნელოვან ეტაპებზე ტარდება დამოუკიდებელი აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ მასალებისა და კონსტრუქციების ექსპერტიზა. მოწმდება ბეტონისა და სხვა ძირითადი სამშენებლო მასალების ხარისხი და სიმტკიცე, ხოლო მიღებული შედეგები დასტურდება ოფიციალური ლაბორატორიული დასკვნებით.

ასეთი მრავალეტაპიანი კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს, რომ მშენებლობის თითოეული მნიშვნელოვანი ეტაპი შესრულდეს დადგენილი სტანდარტებისა და ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად.
„ინტერ სითიში“ თითოეული პროექტის ჩაბარების ვადები და ხარისხის სტანდარტები წინასწარ არის განსაზღვრული და მათი შესრულება მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში მკაცრად კონტროლდება.

მშენებლობის მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება პროფესიონალი საინჟინრო და ტექნიკური გუნდი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების ხარისხს, ეტაპების თანმიმდევრულ შესრულებასა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.

ჩვენი მიზანია თითოეული პროექტი დროულად, მაღალი ხარისხით და დაგეგმილი სტანდარტების სრული დაცვით ჩავაბაროთ. მრავალეტაპიანი კონტროლისა და პროფესიონალური ზედამხედველობის სისტემა უზრუნველყოფს, რომ მშენებლობის პროცესი იყოს ორგანიზებული, გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული.