მთავარი პროექტები ხარისხი ჩვენს შესახებ კონტაქტი

ხარისხი

უმაღლესი სტანდარტი, გააზრებული დეტალები და გარანტირებული სანდოობა.

ინტერ სითის ხარისხი

ინტერ სითისთვის ხარისხი თითოეული პროექტის საფუძველია. ჩვენი მიზანია, ყველა საცხოვრებელი კომპლექსი შეიქმნას მაღალი სამშენებლო სტანდარტების, ხარისხიანი მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით.


მშენებლობის თითოეულ ეტაპს ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს პროფესიონალი საინჟინრო და ტექნიკური გუნდი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების ხარისხსა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას. სწორედ ასეთი მიდგომით ვქმნით სანდო, გამძლე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

რას მოიცავს „ინტერ სითის“ მწვანე კარკასი?

ინტერ სითის მწვანე კარკასი არის საცხოვრებელი სივრცის ჩაბარების სტანდარტი, რომელიც აერთიანებს ხარისხიანად შესრულებულ ძირითად სამშენებლო სამუშაოებს, მოწყობილ საინჟინრო კომუნიკაციებსა და კეთილმოწყობილ საერთო სივრცეებს.


ჩვენი მიზანია, მფლობელმა მიიღოს მოწესრიგებული და ინდივიდუალური მოწყობისთვის მომზადებული საცხოვრებელი სივრცე, სადაც ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, ხოლო შენობის საერთო ინფრასტრუქტურა დასრულებული და ფუნქციურად გამართულია.

დასრულებული ფასადი

შენობა დაგხვდებათ სრულად დასრულებული და მოპირკეთებული ფასადით, პროექტით განსაზღვრული არქიტექტურული კონცეფციისა და მასალების შესაბამისად.

საერთო სივრცეები

სადარბაზოები, კიბის უჯრედები და საერთო სარგებლობის სივრცეები დაგხვდებათ სრულად მოპირკეთებული, შეღებილი და კეთილმოწყობილი.

ლიფტები

შენობაში დაგხვდებათ დამონტაჟებული, სრულად გამართული და საერთო ქსელში ჩართული თანამედროვე ლიფტები.

კარ-ფანჯარა

ბინა დაგხვდებათ ალუმინის კარ-ფანჯრებითა და ორმაგი შემინვით, რაც ხელს უწყობს ეფექტურ თბო- და ხმის იზოლაციას.

იატაკი

ბინაში დაგხვდებათ სრულად მოჭიმული და შემდგომი ინდივიდუალური მოპირკეთებისთვის მომზადებული იატაკი.

კედლები და შიდა ტიხრები

ბინაში დაგხვდებათ სრულად გალესილი კედლები და პროექტით განსაზღვრული დაგეგმარების შესაბამისად მოწყობილი შიდა ტიხრები.

საინჟინრო კომუნიკაციები

ბინამდე მიყვანილი და ცენტრალურ ქსელებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი კომუნიკაცია — წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

კარები

თითოეული ბინა აღჭურვილი დაგხვდებათ მყარი რკინის კარებით, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

აივანი

აივანი დაგხვდებათ სრულად მოპირკეთებული და აღჭურვილი განათების წერტილითა და შესაბამისი ფურნიტურით.

უსაბრთხოება

ყველა კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე დაცვის სისტემებით.

კეთილმოწყობილი ეზო

კომპლექსის გარე ტერიტორია და მისასვლელი გზა დაგხვდებათ სრულად კეთილმოწყობილი, მოწესრიგებული და პროექტის საერთო კონცეფციასთან ჰარმონიულად ინტეგრირებული.

საპარკინგე სივრცე

კომპლექსში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი ავტოსადგომი და მაცხოვრებლებისთვის გამოყოფილი ინდივიდუალური საპარკინგე სივრცე.

მთელი სიცოცხლისთვის

კონსტრუქციული სიმტკიცე

ყველა შენობა შექმნილია საქართველოს IV სეისმური ზონის სტანდარტებით, დამოუკიდებელი სერტიფიკაციით ექვს სავალდებულო ეტაპზე.

სრული ხმის იზოლაცია და სიმშვიდე

ბინებს შორის გამოყენებული სპეციალური ხმისსაიზოლაციო მასალები და ორმაგი შემინვა სრულად გიცავთ როგორც მეზობლებისგან, ისე გარე ხმაურისგან — თქვენს სახლში ყოველთვის სიმშვიდეა.

ხარისხის დამოუკიდებელი კონტროლი

მშენებლობის პროცესში მასალების ხარისხი და კონსტრუქციული მდგრადობა მოწმდება აკრედიტებული ექსპერტებისა და ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე.